Accessibility links

ჩეხეთში დასრულდა საპარლამენტო არჩევნები


ანდრეი ბაბიში კენჭისყრისას

ჩეხეთში დასრულდა საპარლამენტო არჩევნები. წინასწარი მონაცემებით, მასში ამომრჩეველთა 60%-მა მიიღო მონაწილეობა. როგორც მოსალოდნელი იყო, ხმების უმრავლესობას - 30%-ზე მეტს - აგროვებს მემარჯვენე-ცენტრისტული მოძრაობა ANO („დიახ“). მას სათავეში უდგას ჩეხეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, მილიარდერი ანდრეი ბაბიში. დამკვირვებლები უშვებენ, რომ სწორედ ბაბიშმა შეიძლება დაიკავოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ გაისმის ბრალდებები კორუფციისა და ევროკავშირის ფონდების ბოროტად გამოყენების თაობაზე. ბაბიშს არაერთხელ გაუკრიტიკებია ევროკავშირი, მათ შორის ლტოლვილთა მიღების კვოტებისა და ევროზე გადასვლის მოთხოვნების შესახებ. მეორე ადგილზე 12%-ით გადის მემარჯვენე პოპულისტის, ტომიო ოკამურას პარტია „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია“. კომუნისტებმა, სამოქალაქო დემოკრატიულმა პარტიამ და მეკობრეთა პარტიამ 10-10% მოაგროვეს. ამჟამინდელმა მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მხოლოდ 8% მიიღო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG