Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატ კობა ნაყოფიას სამი წლით აეკრძალა უკრაინაში შესვლა


უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პარლამენტის წევრ, კობა ნაყოფიას ქვეყანაში შესვლა სამი წლის ვადით აუკრძალა, - ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდაზე“ დაყრდნობით იუწყება ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა მესაზღვრეებმა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს საქართველოს პარლამენტის წევრ კობა ნაყოფიას. უსაფრთხოების სამსახურის გამოცემისთვის მიწერილ პასუხში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების სამსახურმა 2017 წლის 12 ოქტომბერს, იხელმძღვანელა რა უკრაინის უსაფრთხოების ინტერესებიდან და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ზომებიდან გამომდინარე, „მიიღო გადაწყვეტილება, სამი წლით აუკრძალოს კობა ნაყოფიას ქვეყანაში შესვლა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ბიზნესმენი და საქართველოს პარლამენტის წვერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, კობა ნაყოფია საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ აქტიურ მომხრედ ითვლება. როგორც „უკრაინსკა პრავდა“ წერდა, ოპონენტები ნაყოფიას მიხეილ სააკაშვილის „ოქროს საკრედიტო ბარათსაც“ უწოდებენ.

XS
SM
MD
LG