Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი


მიკოლა სტატეკვიჩი
მიკოლა სტატეკვიჩი

მინსკში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ბელორუსიის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, მიკოლა სტატკევიჩი. მისმა ცოლმა, მარინა ადამოვიჩმა რადიო თავისუფლების ბელორუსიულ სამსახურს აცნობა, რომ სტატკევიჩი 30 ოქტომბერს, ქუჩაში დააკავეს. ერთი დღით ადრე, პოლიტიკოსი მონაწილეობდა სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციაში, რომელიც მინსკში, ბელორუსიის უშიშროების კომიტეტთან გაიმართა. 31 ოქტომბერს მიკოლა სტატკევიჩი სიტყვით უნდა გამოსულიყო კიევში, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ საპარლამენტო ასამბლეის, „ევრონესტის“ სესიაზე. მიკოლა სტატკევიჩი ბელორუსიის პრეზიდენტად კენჭს იყრიდა 2010 წლის დეკემბრის არჩევნებში და ოფიციალური მონაცემებით, ხმების 1%-ზე ოდნავ მეტი მიიღო. პოლიტიკოსი კენჭისყრის დასრულების შემდეგ დააკავეს მინსკში, ოპოზიციის მიტინგის დაშლის შემდეგ. 2011 წლის მაისში, სასამართლომ მიკოლა სტატკევიჩი დამნაშავედ ცნო მასობრივი არეულობების ორგანიზებაში და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მიკოლა სტატკევიჩი 2015 წლის აგვისტოში შეიწყალა.

XS
SM
MD
LG