Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია სამი სავარაუდო ტერორისტი


თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და 3 ლიკვიდირებულია - ამის შესახებ 19 საათზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა, ნინო გიორგობიანმა. მისი ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და 2 დაიჭრა. დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელიც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპული თანამშრომლის ოჯახს. „არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ამ პირებზე დაკვირვება ბოლო რამდენიმე კვირის განავლობაში ხორციელდებოდა. საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიკაციის მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დასადგენად“ - განაცხადა ნინო გიორგობიანმა. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის ყველა თანამშრომელს, სპეცრაზმელს და პოლიციელს, რომლებმაც სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვეს მოქალაქეები და ასევე, მოსახლეობას, რომელმაც რთული ვითარება გადაიტანა და სამართალდაცავებთან ითანამშრომლა.

XS
SM
MD
LG