Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტს გააცნო ახალი სამთავრობო პროგრამა


პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობას დებს. ”ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტთან თანამშომლობა. საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მეტი კოორდინაცია პარლამენტსა და მთავრობას შორის. მზად ვართ, მაქსიმალური ჩართულობით გადავწყვიტოთ ის საჭირბოროტო საკითხები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და ყველასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე. გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტს გააცნო სამთავრობო პროგრამა ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020”. 21 დეკემბერს პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიხსნა მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვით. გუშინ გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, უმცირესობისა და უმრავლესობის, ასევე ფრაქციების ფორმატში მოუსმინეს.

XS
SM
MD
LG