Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ დაიწყო პანკისში, სპეცოპერაციისას ახალგაზრდის დაჭრის ფაქტის გამოძიება


მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. ქართული მედიასაშუალებები მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო, გადამეტების ფაქტზე. 26 დეკემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობასა და თბილისში დააკავეს 5 პირი, რომლებსაც ბრალად ედება 21-22 ნოემბერს, თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციისას განეიტრალებული ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ხელშეწყობა. სპეცოპერაციისას სამართალდამცავებმა თავის არეში დაჭრეს სოფელ დუისის მკვიდრი, თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხელყუმბარის აფეთქება სცადა. ამ ინფორმაციას უარყოფენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, რომლებიც სამართალდამცავებს ადანაშაულებენ ძალის გადამეტებაში. 26 დეკემბერს, თემირლან მაჩალიკაშვილს თელავის საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს და მისი მდგომარეობა მძიმეა.

XS
SM
MD
LG