Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი სტანდარტის დარღვევას უარყოფს, თუმცა, პასუხისმგებლობას იღებს


ვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ სრულად იღებს პასუხისმგებლობას იმ აჟიოტაჟის გამო, რომელიც გამოიწვია პირველი არხის მიერ ზვიად რატიანის საქმის გაშუქებამ. მაღლაფერიძის თქმით, 27 დეკემბერს გასული სიუჟეტისადმი დადებითი დამოკიდებულება არ აქვს, თუმცა, „სიამოვნებით შეუშვერს თავს პირველ ქვას,“ რომელსაც ესვრის ტელევიზია. „პირველი არხიც მოქმედებდა იმ სტანდარტით, რომელიც დადგენილია. რაზეც ატეხილია ამბავი, გაუშვა ყველა არხმა. პირველი არხი ადებდა იმ ცნობილ გამონათქვამებს სიგნალს და არის არხები, რომლებიც უშვებდნენ სიგნალის გარეშე და მათ შორის, ჩვენზე ადრე“ - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ 29 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას. 27 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შსს-მ მტკიცებულებად წარადგინა პოლიციელების მიერ ჩაწერილი მასალა, რომლის თანახმად, პოეტი ზვიად რატიანი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს სამართალდამცავებს, თუმცა, ამ მასალიდან არ ჩანს რატიანის დაკავების გარემოებები და მისი გაღიზიანების მიზეზი. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩანაწერი შსს-სგან გამოითხოვა და ეთერში გადასცა. ამის გამო, საზოგადოების ნაწილმა მაუწყებელს ბოიკოტი გამოუცხადა.

XS
SM
MD
LG