Accessibility links

სასამართლომ ზვიად რატიანს ჯარიმის გადახდა დააკისრა


ზვიად რატიანი

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტს, ზვიად რატიანს დააკისრა 2 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა. 29 დეკემბერს, სასამართლომ რატიანი დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში, კერძოდ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობაში.
"მე არც სასამართლომდე დამიმალავს, რომ ჩემი მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მცემეს და მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა“ - განაცხადა ზვიად რატიანმა სასამართლოს სხდომაზე. პოლიციელებმა ზვიად რატიანი 23 დეკემბერს, ღამით თბილისში დააკავეს. სამართალდამცავების მხრიდან რატიანის მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს პროკურატურა იძიებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG