Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი


თემირლან მაჩალიკაშვილი
თემირლან მაჩალიკაშვილი

საავადმყოფოში გარდაიცვალა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც სამართალდამცავებმა 26 დეკემბერს დაჭრეს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას. თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმმა, ზაზა ლურსმანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამთენიისას თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად გართულდა, გული რამდენჯერმე გაუჩერდა და რეანიმაციის ბოლო, მეოთხე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ექიმის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს, დილის 8 საათისთვის გარდაიცვალა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, სპეცრაზმელმა თემირლან მაჩალიკაშვილს მას შემდეგ ესროლა, რაც მან ხელყუმბარის აფეთქება სცადა. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები. სპეცრაზმელთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს პროკურატურა იძიებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია მიმართული იყო იმ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც დახმარება გაუწიეს ნოემბრის ბოლოს, თბილისში განეიტრალებულ ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს. ამ ბრალდებით სულ დაკავებულია 5 პირი.

XS
SM
MD
LG