Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰუმან რაიტს უოჩი: მშრომელთა უსაფრთხოებისთვის იშვიათად დგება ვინმეს პასუხისმგებლობა


(ფოტო: Shutterstock)
(ფოტო: Shutterstock)

საქართველოში სამუშაოს შესრულების დროს მომხდარი ინციდენტების გამოძიება იშვიათად მთავრდება ვინმეს პასუხისმგებლობის დაყენებით, - ნათქვამია 2018 წლის Human rights watch-ის ანგარიშში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ყოველ წელს ათეულობით მუშა იღუპება და ასობით შავდება საწარმოო ინციდენტების შედეგად. ”სახალხო დამცველის ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო ბოლო 5 წელიწადში 270 ადამიანი დაიღუპა, მათგან 18 ადამიანი 2017 წლის პირველ ნახევარში. სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ შრომის ინსპექციას აკრიტიკებდნენ სტანდარტების აღსრულების უფლებამოსილების არქონის გამო, რის შედეგადაც სამუშაო ადგილებზე ვერ დაინერგა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის ეფექტიანი ზომები“, - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც 18 იანვარს გამოქვეყნდა.

XS
SM
MD
LG