Accessibility links

საქართველოს შსს-მ გადაწყვიტა "ქურდული სამყაროს" საწინააღმდეგო კანონის გამკაცრება


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ საბრძოლველად სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრის გაფართოებას. 29 იანვარს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით, სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდება „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება და ქურდული სამყაროს წევრისთვის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვა.“ გარდა ამისა, გამკაცრდება სასჯელი „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდობისთვის.“ ამავე პრესკონფერენციაზე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ შსს-მ თბილისში, დედოფლისწყაროსა და წნორში 6 პირი დააკავა ქურდული სამყაროს წევრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების გამოძალვის მცდელობის ბრალდებებით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG