Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აუდიტორია 115“-ის აქცია ბათუმში: „გვამებით სავსე ქალაქი“


“აუდიტორია 115”-ის წევრების ორგანიზებით აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა 2011 წლიდან დღემდე სამუშაო ადგილებზე 1200 ზე მეტი დასაქმებული ადამიანის დაღუპვა და დასახიჩრება გააპროტესტეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ადამიანების სამუშაო ადგილებზე დაღუპვის ეს საგანგაშო სტატისტიკა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობითაა გამოწვეული. „მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შიმშილსა და უმძიმეს პირობებში შრომას შორის უწევთ. ეს არ არის არჩევანი. ეს არ არის თავისუფლება. სახელმწიფო თავისი უმოქმედობით გვაიძულებს ვაშენოთ ისეთი მკვლელი სახლები, რომელიც მსხვერპლად მშენებლების სიცოცხლეს ითხოვს!“ - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები. ბათუმში გამართული აქცია ეხმურებოდა თბილისში „აუდიტორია 115“-ის მიერ ორგანიზებულ პროტესტს, რომლის მთავარი მოთხოვნაც დასაქმებულებისთვის შრომის უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფა იყო. ორივე აქცია მიმდინარე წლის 9 თებერვალს მშენებლობაზე 26 წლის მუშის დაღუპვის ფაქტს უკავშირდება.

XS
SM
MD
LG