Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მშენებლობაზე კიდევ ერთი მუშა დაიღუპა


ერთ-ერთი სპირტის ქარხანაში სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს ახალგზარდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა საქართველოს დედაქალაქიდან 120 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ გურჯაანში მოხდა. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ტრაგედია იმ დროს მოხდა, როდესაც ახალგაზრდა შემდუღებლებს სპეციალურ ელექტროსადენებს აწვდიდა. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით. ერთი კვირის წინ საქართველოში სამშენებლო ობიექტზე კიდევ ერთი მუშა დაიღუპა. შარშან საქართველოში უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო სამუშაო ადგილზე დაიღუპა 41 და დაშავდა 63 მუშა. პროფკავშირები და რამდენიმე არსამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას უსაფრთხო შრომის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნისაკენ.

XS
SM
MD
LG