Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი იცავს სირიის დაბომბვას, სამოქალაქო მსხვერპლის გამო პროტესტის ფონზე


რუსეთი იცავს დამასკის შემოგარენში სირიის და რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ ჩატარებულ მასშტაბურ თავდასხმას, რომელსაც, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ჯგუფის თანახმად, ორ დღეში ემსხვერპლა სულ მცირე 250 სამოქალაქო პირი, ათობით ბავშვის ჩათვლით. გაეროს და დასავლეთის მთავრობების მხრიდან აღშფოთების და განგაშის გამოხატვის ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თავდასხმა მართებული იყო. "არსებული შეთანხმებების თანახმად, ტერორიზმთან ბრძოლა არაფერმა არ უნდა შეზღუდოს" - განაცხადა ლავროვმა მოსკოვში. მან ალ-ნუსრას ფრონტის მებრძოლების "შეიარაღებული პროვოკაციები" დაასახელა აღმოსავლეთ ღუტაში შექმნილი ვითარების გამომწვევ ფაქტორად.

XS
SM
MD
LG