Accessibility links

თბილისში მიმდინარეობს საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT 2018


საავიაციო ფორუმი. თბილისი, 21 თებერვალი 2018წ.

თბილისში მეორე დღეა მიმდინარეობს CONNECT 2018-ის მეთხუთმეტე საერთაშორისო საავიაციო ფორუმის საიუბილეო ღონისძიებები. მის მუშაობაში მონაწილეობს 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთი ალექსიძემ განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ღონისძიების მასპინძლობა, რადგან შესაძლებელი ხდება წამყვანმა ავიაკომპანიებმა ადგილზე ნახონ საქართველოს ავიაციის სფეროს პოტენციალი, რაც მათ სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ. ქეთი ალექსიძის თქმით, ღონისძიების სტუმრები აღნიშნავენ, რომ საქართველომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

ფორუმის მსვლელობისას გაცხადდა, რომ მიღებულია რამდენიმე ახალი გადაწყვეტილება. მათ შორისაა გადაწყვეტილება თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში კუვეიტის ორი ავიაკომპანიის შემოსვლის შესახებ. ავიარეისების განხორციელებას დაიწყებს ირანის ერთ-ერთი მსხვილი ავიაკომპანიაც. ასევე, ხუთი მიმართულებით ავიარეისების შესრულების შესახებ გამოაცხადა ახალმა ქართულმა ავიაკომპანია MyWay Airlines-მა.

„ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილის, თეა ზაქარაძის, ინფორმაციით, უკვე დასრულდა მოლაპარაკებები პოლონურ და რუსულ ორ ავიაკომპანიასთან, რომლებიც რეისებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებენ.

ფორუმზე დამსწრე დელეგატები განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს. ასევე, საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ ავიამიმართულებაზე თანამშრომლობას. ფორუმის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია დაინტერესდეს საქართველოს ბაზრით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG