Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი თავს დამნაშავედ აცხადებს მიულერის გამოძიების ფარგლებში


აშშ-ში ადვოკატმა თავი დამნაშავედ სცნო აშშ-ის ფედერალური უწყებებისთვის სიცრუის თქმაში, იმ გამოძიების ფარგლებში, რომელსაც საგანგებო გამომძიებელი, რობერტ მიულერი აწარმოებს და რომელიც ეხება კავშირებს რუსეთის ოფიციალურ პირებსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გარემოცვას შორის. ალექს ვან დერ ცვანმა, რომლის სიმამრიც რუსი მილიარდერი, გერმან ხანია, თავისი პოზიცია 20 თებერვალს გამოაცხადა ვაშინგტონის საოლქო სასამართლოში. ის მეექვსე პირია, რომელმაც თავი დამნაშავედ გამოაცხადა, ან რომელსაც ბრალი წაუყენა მიულერის გუნდმა. სასამართლოს დოკუმენტაციის თანახმად, ვან დერ ცვანს ბრალად ედებოდა გამომძიებლებისთვის ტყუილის თქმა თავის კავშირებზე რიკ გეიტსთან, ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ თანაშემწესთან, რომელსაც გაულ წელს წაუყენეს ბრალი, მათ შორის შეთქმულებაში მონაწილეობაში ფულის გათეთრების მიზნით. 16 თებერვალს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ვან დერ ცვანმა წაშალა, ან არ წარმოადგინა ელექტრონული წერილები, რომლებსაც მიულერის გუნდი ითხოვდა. დოკუმენტის მიხედვით, მიულერის გამოძიება ეხებოდა სამუშაოს, რომელსაც ვან დერ ცვანი 2012 წელს ატარებდა აშშ-ის იურიდიული ფირმისთვის - რომელიც, თავის მხრივ, დაქირავებული ჰყავდა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს, ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს საქმესთან კავშირით. დოკუმენტში არ ასახელებენ ფირმის სახელწოდებას, თუმცა, ვადაურობენ, რომ საუბარია ვაშინგტონში ცნობილ კომპანიაზე Skadden, Arps, Slate Meagher & Flom.

XS
SM
MD
LG