Accessibility links

საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარეობს საპროტესტო აქცია


ამ წუთებში სოფელ მისაქციელთან, საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარეობს საპროტესტო აქცია არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების დაჩქარების მოთხოვნით. აქციას სამოქალქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ და დაღუპულის ოჯახის წევრები მართავენ. ისინი ადგილზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლას და ოსურ მხარესთან გამართული მოლაპარაკების შედეგების გაცნობას მოითხოვენ. ოსური მხარე მეორე დღეა ოჯახს ცხედრის გადაცემაზე უარს ეუბნება და ამას ექსპერტიზის ჩატარების სურვილით ხსნის. მისაქცელთან აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს და პოლიციელთა წინააღმდეგობას წააწყდნენ. შეკრებილებთან საქართველოს ხელისუფლებიდან ჯერჯერობით არავინ მისულა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG