Accessibility links

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა ავტომაგისტრალი გადაკეტეს პროტესტის ნიშნად


დაახლოებით ერთი საათის წინ სოფელ წილკნის მოსახლეობამ ნატახტართან გადაკეტა საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი. შექმნილია რამდენიმე კილომეტრიანი სატრანსპორტო ხერგილი. მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი. საპროტესტო აქციას აწყობენ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და თანასოფლელები. ისინი ითხოვენ ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩასვლას. აქციის მონაწილეებთან პირველი ჩავიდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. როგორც სუბარმა განუცხადა რადიო თავისუფლებას, ტატუნაშვილის ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. საპროტესტო აქციის მონაწილეებს აქვთ კონკრეტული მოთხოვნები: ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ცხინვალიდან; ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული ლევან ქუტიშვილისა და იოსებ პავლიაშვილისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების მიცემა; და სამედიცინო ექსპერტიზის სპეციალისტთა დაშვება ცხინვალში. ცხინვალმა სამივე მოთხოვნაზე უარი განაცხადა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG