Accessibility links

გაეროს კომისრის ოფისი მზად არის ხელი შეუწყოს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამოძიებას


ზეიდ რაად ალ ჰუსეინი

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა შეშფოთება გამოთქვა ცხონვალში, საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. „მოვუწოდებთ სანდო და გამჭვირვალე გამოძიებისკენ და მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს“ - ნათქვამია უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 27 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, ჟენევაში, სადაც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე შეხვდება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ზეიდ რაად ალ ჰუსეინს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, მიხეილ ჯანელიძე ისაუბრებს „საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ტრაგიკულ შემთხვევაზე და ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე.“ ამ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევაში ესაუბრა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს, ფილიპო გრანდისაც. მან მწუხარება გამოთქვა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მომხდარზე რეაგირება და საკითხის განხილვა შესაბამისი ფორმატებით, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG