Accessibility links

ომბუდსმენის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი საავადმყოფოში გარდაცვლილი მიიყვანეს


ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემას განზრახ აჭიანურებს, რათა არ დადგინდეს გარდაცვალების რეალური მიზეზი. „სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ტატუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს, რომელსაც აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები და გავრცელებული ცნობები, რომ შემდგომ გარდაიცვალა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“- განუცხადა 28 თებერვალს ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ. სახალხო დამცველმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, არჩილ ტატინაშვილის ცხედრის გადმოსასვენებლად დროულად მიიღოს ყველა ზომა, რათა საოკუპაციო რეჟიმმა ვერ მოახერხოს დანაშაულის კვალის წაშლა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG