Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აპირებს თვითმმართველობებს მისცეს მეტი ძალაუფლება


პარლამენტის სხდომათა დარბაზი. თბილისი, 2018 წლის 5 მარტი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი. თბილისი, 2018 წლის 5 მარტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარმოადგინეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიული, ეროვნული ხედვა. პრეზენტაცია 5 მარტს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს პარლამენტის, მთავრობის და გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, რეფორმის მიზანია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და კომპლექსური სტრატეგიით აღმოიფხვრას ხარვეზები და გაჯანსაღდეს და გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა. „ჩვენი საბოლოო მიზანია საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ეს შეუძლებელია, თუ არ ჩამოვაყალიბებთ ევროპული ტიპის დეცენტრალიზებულ, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, რეფორმის მიზანია რეგიონებს ჰქონდეთ გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება და მათი აღსრულებისთვის საჭირო რესურსი. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ახალი ხედვით იწყება თვისებრივად ახალი ეტაპი საქართველოს თვითმმართველობის განვითარებაში, რაც საგრძნობლად გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალი სტრატეგიული კონცეფცია მეორე ეტაპია რეფორმისა, რომელიც 2014 წელს დაიწყო თვითმმართველობის კოდექსის მიღებით. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი ხედვა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოებას, მეტ ფინანსურ რესურსს და მის განაწილებას და უმაღლესი სტანდარტის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას. დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვის საფუძველზე შემუშავდება სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელსაც საქართველოს პარლამენტი 2018 წელს დაამტკიცებს.

XS
SM
MD
LG