Accessibility links

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოიძება ზვიად დევდარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა"-ს ყოფილი გენერალური დირექტორის - ზვიად დევდარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით 23 დაიწყო გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტში. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია. კერძოდ 16 მარტს მედიით „ქალთა მოძრაობა“ გაავრცელა განცხადება, რომ დევდარიანი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში. გამოძიების ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოკითხვის მიზნით გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში. თავად ზვიად დევდარიანმამიმართვის ავტორები „მიზანმიმართულ შანტაჟში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აპირებს სამართლებრივი გზით გააგრძელოს დავა. პოლიციაში გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ადევნებას გულისხმობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG