Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი კვიციანი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის სასჯელის დაწესებას ითხოვს


საქართველოს საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრი ემზარ კვიციანი პარლამენტს სთავაზობს საკანონმდებლო პროექტს, რომლის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, 3 აპრილს პარლამენტის ბიუროს წარედგინა “სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, პირს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა შეეფარდება. დეპუტატის ინიციატივის პარლამენტის მიერ კანონპროექტის გაზიარების შემთხვევაში, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით – ერთ წლამდე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ კომენტარი ემზარ კვიციანის ინიციატივაზე. წინა მოწვევის პარლამენტში ანალოგიური ინიციატივით გამოვიდა 2016 წელს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოსო ჯაჭვლიანი. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ და სახალხო დამცველმა მიიჩნიეს, რომ ასეთი ინიციატივა საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG