Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში დემონსტრანტებთან პრეზიდენტი მივიდა


სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი 21 აპრილს შეხვდა საპროტესტო გამოსვლების ლიდერს, ნიკოლ პაშინიანს ერევნის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც უკვე მეცხრე დღეა ათასობით ადამიანი მონაწილეობს აქციებში ქვეყნის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. დაცვის წევრებით გარშემორტყმულმა პრეზიდენტმა ოპოზიციონერ დეპუტატს ხელი ჩამოართვა და მათ დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში ისაუბრეს, რის შემდეგაც პრეზიდენტმა მოედანი დატოვა. მანამდე პრეზიდენტი გამოვიდა დიალოგის გამართვის მოწოდებით ქუჩებში საპროტესტო აქციების დასრულების მიზნით. დემონსტრანტები მოითხოვენ გადადგეს პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი, რომელიც პრემიერის პოსტზე დაინიშნა პრეზიდენტის რანგში ათწლიანი მუშაობის შემდეგ. მთავრობის ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს ცვლილება სერჟ სარგსიანს ფაქტობრივად უვადოდ ტოვებს ქვეყნის ლიდერის პოსტზე. 2015 წელს ჩატარებული რეფერენდუმით, რომელსაც სერჟ სარგსიანი უჭერდა მხარს, სომხეთი გადავიდა მმართველობის ახალ სისტემაზე, რომელიც ამცირებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას და აძლიერებს პრემიერ-მინისტრის როლს.

XS
SM
MD
LG