Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპანტებმა სოფელ ქვეშში საქართველოს მოქალაქე დააკავეს


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 25 აპრილის საღამოს სოფლის მკვიდრი სერგო დარბაიძე დააკავეს. ქვეში ოკუპირებულ ზემო არცევს ესაზღვრება, სადაც საოკუპაციო სამხედრო ბაზაა განთავსებული. დარბაიძე სოფლის განაპირას საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც ის დააკავეს. სამართალდამცავები უკვე საქმის კურსში არიან, ასევე ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზიც. დარბაიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა გორის მერიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG