Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს. “ვულოცავ სომხეთის ახლად არჩეულ პრემიერს და ვუსურვებ ყველაფერ საუკეთესოს სამომავლო საქმიანობაში. საქართველო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს და გვერდით უდგას მოძმე სომხეთს. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნების მჭიდრო კავშირები და მეგობრობა გაღრმავდება“.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე მიულოცა არჩევნებში გამარჯვება სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს, 17 აპრილს, რომელიც კენჭს იყრიდა პრემიერის პოსტზე.

“ვულოცავ ჩემს ძვირფას მეგობარ სერჟ სარგსიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას. ვიმედოვნებ, გაღრმავდება თანამშრომლობა და მეგობრობა ჩვენს ხალხებს შორის”.

XS
SM
MD
LG