Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მეხუთე ყრილობის დელეგატებმა ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. ბიძინა ივანიშვილმა ამ პოსტზე შეცვალა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც 2 წელი ხელმძღვანელობდა „ქართულ ოცნებას“. მიმდინარე წლის 26 აპრილს სწორედ გიორგი კვირიკაშვილმა ამცნო საზოგადოებას, რომ ბიძინა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება. გიორგი კვირიკაშვილი მაშინ განმარტავდა, რომ ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნება საკუთარი და გუნდის სახელით პირადად სთხოვა. დღეს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს მთაწმინდის პარკში მდებარე „ანდერვილ კლუბში“, აირჩიეს პარტიის ახალი პოლიტიკური საბჭოც, 15 წევრის შემადგენლობით.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მეხუთე ყრილობას, მათ შორის თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს არჩევნებს, ჟურნალისტები „ანდერვილ კლუბის“ გარეთ განთავსებული მედიაცენტრიდან ადევნებენ თვალს.

მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ პირველად 2013 წლის თებერვალში, პარტიის მეორე ყრილობაზე, პრემიერ-მინისტრის რანგში აირჩიეს. 2013 წლის 24 ნოემბერს კი, პარტიის მესამე ყრილობაზე, მან თავმჯდომარეობა ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დაუთმო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG