Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ დაადგინა პარიზში განხორციელებული თავდამსხმელის ვინაობა


საფრანგეთის პოლიციამ დაადგინა მის მიერ მოკლული პირი, რომელიც პარიზში დანით დავდასხმაშია ეჭვმიტანილი. ესაა 1997 წელს ჩეჩნეთში დაბადებული ხამზატ აზიმოვი. მთავრობის წარმომადგენლის, ბენჟამინ გრივოს თქმით, აზიმოვმა 2010 წელს მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. მან ასევე დასძინა, რომ აზიმოვი 2016 წელს იქნა რეგისტრირებული პარიზის პოლიციის მონაცემთა ბანკში, როგორც „რადიკალური ქმედებებისკენ მიდრეკილი“ პირი.

წუხელ პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა აზიმოვი მას შემდეგ, რაც მან დანით მოკლა 29 წლის მამაკაცი და კიდევ ოთხი ადამიანი დაჭრა შაბათს ღამით. 13 მაისს საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაკავებულია მოკლული ეჭვმიტანილის დედ-მამა და ისინი დაკითხეს.

ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ განაცხადა, რომ პარიზის თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი მისი ერთ-ერთი „მეომარი“ იყო. პოლიციის თანახმად, დაჭრილთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენი ორი კი მსუბუქადაა დაშავებული. თავდასხმის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ მოიხრის ქედს „თავისუფლების მტრების“ წინაშე.

პარიზის პროკურორის თქმით, თავდასხმას იძიებენ კონტრტერორიზმის სპეციალისტები და რომ, მოწმეთა თანახმად, თავდამსხმელი ყვიროდა სიტყვებს „ალაჰუ აკბარ“ (არაბულად - დიდია ღმერთი). უკანასკნელი წლების განმავლობაში საფრანგეთში მთელი რიგი ტერორისტული თავდასხმები მოხდა - მასობრივი მკვლელობებით დაწყებული მცირე მასშტაბის, მაგრამ სასიკვდილო შემთხვევებით დამთავრებული.

XS
SM
MD
LG