Accessibility links

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩადის პეკინში, მოსკოვსა და ბრიუსელში


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი 13 მაისს პეკინში ჩავიდა, რითიც დაიწყო მისი ტურნე, რომელიც მოსდევს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას აშშ გამოეყვანა ირანთან 2015 წელს გაფორმებული, საეტაპო მნიშვნელობის ბირთვული შეთანხმებიდან. ირანის მთავრობის პრესსამდივნო აცხადებს, რომ ზარიფი ასევე ეწვევა მოსკოვს და ბრიუსელს და მისი ტურნე მიზნად ისახავს ხელშეკრულების დახსნას კოლაფსისგან. ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ 13 მაისს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თეირანი დარჩება ბირთვულ ხელშეკრულებაში, თუკი მისი ინტერესები დაცული იქნება. ირანთან ბირთვული ხელშეკრულების ხელმომწერები იყვნენ ჩინეთი, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი და აშშ. ხელშეკრულებამ თეირანს სანქციები მოუხსნა, მისი ბირთვული პროგრამის შეკვეცის სანაცვლოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG