Accessibility links

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე დააკავა გიორგი გაბედავა, საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის თავმჯდომარე, რომელიც რამდენიმე ათეულ თანამოაზრესთან ერთად ცდილობდა მისულიყო საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც მეორე დღეა იმართება აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“. გიორგი გაბედავას დაკავებას წინ უძღოდა მუქარის შემცველი განცხადებები აქციის მონაწილეთა მიმართ და შელაპარაკება პოლიციასთან. გაბედავა და მისი მომხრეები მოითხოვდნენ, „9 აპრილის“ მემორიალთან მათ შეშვებას, მათი თქმით - „სანთლების დასანთებად“. დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, პოლიციამ გიორგი გაბედავასა და მის მომხრეებს ქაშუეთის ეკლესიიდან 9 აპრილის ბაღისკენ დაახევინა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG