Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგა კიდევ ერთი ქართული ბატალიონი


ქართველი სამხეედროები ავღანეთში
ქართველი სამხეედროები ავღანეთში

ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ჩაერთო საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ასეული, რომელმაც რეინჯერთა ბატალიონის ნაკრები ასეული შეცვალა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 21 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია გაიმართა ქაბულში, “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში. 21-ე ბატალიონის ნაკრები ასეული ქაბულში 7 თვის განმავლობაში იმსახურებს. მისი მთავარი ამოცანაა "მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარი შტაბ-ბინის უსაფრთხოების დაცვა და ბაზის პერიმეტრის გაკონტროლება.

XS
SM
MD
LG