Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტების ნაწილმა საპროტესტო აქცია განაახლა


ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის სამუშაო ოთახის აჭედილი კარი. 2018 წლის 22 მაისი
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის სამუშაო ოთახის აჭედილი კარი. 2018 წლის 22 მაისი

ძიუდოისტების ნაწილი ფედერაციის შენობასთან მართავს საპროტესტო აქციას ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით. სპორტსმენებმა ქევხიშვილის სამუშაო ოთხიდან სკამი გაიტანეს, ნაგვის ურნასთან დატოვეს და ოთახის კარი ორი ფიცრით აჭედეს. დავით ქევხიშვილი ფედერაციის შენობაში არ იმყოფებოდა. რადიო თავისუფლებას ინფორმაციით, ფედერაციის წარმომადგენლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

ძიუდოისტების ნაწილმა, მათ შორის ეროვნული ნაკრების წევრებმა პირველი საპროტესტო აქცია მაისის დასაწყისში გამართეს. ისინი დავით ქევხიშვილს ადანაშაულებენ ერთპიროვნულ მმართველობაში, ნეპოტიზმსა და ფინანსურ დარღვევებში. 10 მაისს, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ სამინისტრომ, შესაბამისმა საპარლამენტო კომიტეტმა და ოლიმპიურმა კომიტეტმა შექმნეს კომისია, რომელიც ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

XS
SM
MD
LG