Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზსა და თბილისს შორის შეიქმნება „დიმიტრი ამილახვარის სახელობის დიალოგის ფორმატი“


ჟან-ივ ლე დრიანი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ჟან-ივ ლე დრიანი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთსა და საქართველოს შორის ახალი, მაღალი რანგის დიალოგის ფორმატი შეიქმნება, რომელიც დიმიტრი ამილახვარის სახელობის იქნება, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა . საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამილახვარის დიალოგის ფორმატი, ქართულ-ფრანგული თანამშრომლობის ლაბორატორია იქნება. „მე წამოვაყენე ინიციატივა, რომ ამ მაღალი დონის თანამშრომლობას და დიალოგს ეწოდოს დიმიტრი ამილახვარის სახელი. ის იყო ქართველი სამხედრო, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობდა და რომელიც საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში მოღვაწეობდა. ის იბრძოდა საფრანგეთისთვის და შარლ დე გოლისგან საკმაოდ მაღალი რანგის ჯილდოც მიიღო“, - აღნიშნა ჟან-ივ ლე დრიანმა. გავრცელებული ინფორმაციით, დიალოგის ახალი ფორმატი მხარეებს შესაძლებლობას მისცემს, შეაჯამონ ის საკითხები, რომელზეც პარტნიორობის ფარგლებში იმუშავებენ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

XS
SM
MD
LG