Accessibility links

პარლამენტის შენობის წინ ძიუდოისტები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ


თბილისში პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ ქართველი ძიუდოისტები, რომლებიც სამ კვირაზე მეტია მოითხოვენ, რათა დაკავებული თანამდებობა დატოვოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა. სპორტსმენები, მათ შორის ეროვნული ნაკრების წევრები, ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, რათა ფედერაციაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მეტი ყურადღება გამოიჩინოს. გავრცელებული ინფორმაციით, ძიუდოს ფედერაციაში შექმნილია კრიზისული სიტუაცია, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებმა გამოიწვია. თუმცა, ასეთ ბრალდებებს უარყოფს დავით ქევხიშვილი და აცხადებს, რომ არ აპირებს თანამდებობის დატოვებას. ძიუდოისტთა ნაწილი აცხადებს, რომ ისინი არ აპირებენ არანაირ კომპრომისზე წასვლას და თავდაპირველივე მოთხოვნა, ქევხიშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, დღის წესრიგში რჩება. 22 მაისს სპორტსმენებმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის სამუშაო ოთახიდან სავარძელი გაიტანეს, ნაგვის ურნასთან დატოვეს და კაბინეტის კარი ფიცრებით აჭედეს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG