Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა


ქევხიშვილის კაბინეტის აჭედილი კარი ძიუდოს ფედერაციაში
ქევხიშვილის კაბინეტის აჭედილი კარი ძიუდოს ფედერაციაში

თანამდებობა დატოვა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა.

"მე ვტოვებ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს, რამეთუ ყველა იმ ძიუდოისტს რომელიც ორიენტირებულია თავის საქმის ღირსეულად კეთებაზე მიეცეს მშვიდ ვითარებაში ამ საქმის კეთების საშუალება და არ გახდნენ პროვოკაციის მსხვერპლნი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ჰქონდა ადგილი", - წერს დავით ქევხიშვილი თავის ფეისბუკის გვერდზე.

დავით ქევხიშვილის ამ განცხადებას წინ უძღოდა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების დაახლოებით ერთთვიანი საპროტესტო აქციები, ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. 31 მაისს კი თბილისში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარი ჩხუბისას, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ვეტერანი ძიუდოისტი იოსებ წელაური, რომელიც ქევხიშვილის გადადგომის მომთხოვნ სპორტსმენთა საპროტესტო აქციის წევრია.

სამართალდამცავებმა იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დააკავეს ძიუდოს ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი ლომერ ჟორჟოლიანი. ერთ-ერთი ვერსიით, ინციდენტის ადგილზე დავით ქევხიშვილიც იმყოფებოდა და იქაურობა სასწრაფოდ დატოვა.

დავით ქევხიშვილი 2012 წლიდან ედგა სათავეში საქართველოს ძიუდოს ფედერაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG