Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის ქუჩებში საპროტესტო წარწერები გამოჩნდა


წუხელ გორის ქუჩებში წარწერები გაჩნდა. ცენტრალურ ქუჩებზე და მიწისქვეშა გადასასვლელებში სამოქალაქო აქტივისტებმა გააკეთეს წარწერები - „მკვლელი ქუჩაშია“, „მოკლულია 2 მოსწავლე“. „ნუ მომკლავ“, „სადაა სამართალი“.

ეს აქცია არის პროტესტის კიდევ ერთი ფორმა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმის გამოძიებას ეხება.ორი დღის განმავლობაში გორელი სამოქალაქო აქტივისტები ზაზა სარალიძის სოლიდარობის და სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს გორის თეატრის სკვერში მართავდნენ. საზოგადოების უფრო მეტი ინფორმირებისთვის და გამოფხიზლებისთვის კი კიდევ ერთი პროტესტის ფორმა ქუჩებში წარწერების დატოვებით გამოხატეს.

ცოტა ხნის წინ ქუჩაში გამოჩნდნენ დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ახალგაზრდების მიერ დატოვებულ წარწერებს საღებავებით შლიან. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების აზრით წარწერების წაშლით პრობლემა არ იშლება და ხელისუფლებას სისხლის სამართლის საქმის სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი აქცია გორში უკვე ახსოვთ, მაშინ ახალგაზრდები ოკუპაციას აპროტესტებდნენ.ერთ ღამით ქუჩებში გაჩნდა წარწერა- ამ ქუჩას რუსეთი ბომბავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG