Accessibility links

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ ემიჯნება საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე


ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ აცხადებს, რომ იგი გაუმართლებელს უწოდებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებს. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ინფორმაციით, „თავისუფალი დემოკრატები“ აღნიშნავენ, რომ ხალხის პროტესტი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენა, რის გამოც აღნიშნულ აქციებს პარტია არ უერთდება. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყოვლად გაუმართლებელი და მცდარია ის, რაც ახლა ხდება რუსთაველის გამზირზე, სადაც ადამიანების, ხალხის ხალასი პროტესტი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენა. მსგავს აქციას ჩვენ, ცხადია, არ ვუერთდებით,“ - ნათქვამია „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებაში. ამასთან, პარტიის წარმომადგენლები ზაზა სარალიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და საქართველოს ხელისუფლებების მიერ გაუბედურებულ თითოეულ ადამიანს მხარდაჭერას ჰპირდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG