Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაჯიმბა ასადს ოკუპირებულ აფხაზეთში ეპატიჟება


რაულ ხაჯიმბა
რაულ ხაჯიმბა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს, დაურ კოვეს დაავალა „შინაარსით შეავსოს აფხაზეთის და სირიის დიპლომატიური ურთიერთობები“ და "დაიწყოს პრეზიდენტების შეხვედრის მომზადება." ხაჯიმბას ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, აფხაზეთის ელჩმა რუსეთში სირიის ელჩს რუსეთში გადასცა რაულ ხაჯიმბას წერილი, რომელშიც ის აფხაზეთში ეპატიჟება სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს. ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, აფხაზურმა მხარემ სირიას გაუგზავნა „მეგობრობის და თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების პროექტიც.“

29 მაისს, სირიამ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები. საპასუხოდ, საქართველომ გადაწყვიტა სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტა. ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება დაგმეს და საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასეს ევროკავშირმა, ეუთომ, გაერომ, ნატომ და მსოფლიოს რამდენიმე ათეულმა სახელმწიფომ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG