Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარაჯალაში 1918 წელს თვითმმართველობაში არჩეული პირველი მუსლიმი ქალის მემორიალი გაიხსნა


6 ივნისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, რომელიც რუსთავიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს, საქართველოს თვითმმართველობაში დემოკრატიულად არჩეული პირველი მუსლიმი ქალის, აზერბაიჯანელი ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალი გაიხსნა მისსავე საფლავზე.

ფარი-ხანუმ სოფიევამ შეძლო დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით 1918 წლის დემოკრატიულ არჩევნებში დეპუტატის მანდატი მოეპოვებინა ყარაიაზის ოლქში, რომელიც თბილისის მაზრის შემადგენლობაში შედიოდა. ფარი-ხანუმ სოფიევა სოფელ ყარაჯალადან იყო, მისი შთამომავლები დღესაც ამ საოფელში ცხოვრობენ.

მემორიალი გახსნეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, თავის მოადგილესა და გარდაბნის მერ რამაზ ბუდაღაშვილთან ერთად.

მემორიალის გახსნას დაესწრნენ ფარი-ხანუმ სოფიევას შთამომავლებიც. ერთმა მათგანმა, ახალგაზრდა ლალი სოფიევამ, განაცხადა, რომ ძალიან ამაყობს თავისი წინაპრით და ეს დღე მისთვის მნიშვნელოვანია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG