Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა


გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
please wait

No media source currently available

0:00 0:02:02 0:00

თანამდებობა დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მიზეზად დაასახელა მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით არსებული აზრთა სხვადასხვაობა.

"გუშინ გაიმართა მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგ გაკეთდა საჯარო განცხადებები. ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა, კონკრეტულად საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ეს ნორმალური პროცესია. ჯერ კიდევ 2012 წლის შემდეგ პერიოდში არასოდეს არ მოვრიდებივარ პოლემიკას და ვფიქრობ, დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექსტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა 2015 წლის 30 დეკემბერს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG