Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი დეპუტატი ქალებს მოუწოდებს, ნუ დაამყარებენ ინტიმურ კავშირს მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასულ უცხოელებთან


რუსი დეპუტატი, სახელმწიფო სათათბიროს ოჯახის, ქალთა და ბავშვთა საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ტამარა პლეტნიოვა რუსეთის მკვიდრ ქალებს მოუწოდებს, ნუ დაამყარებენ ინტიმურ კავშირს მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასულ უცხოელებთან. დეპუტატმა რადიოსადგურ „გოვორიტ მოსკვასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ უცხოელებთან ინტიმური კავშირის შედეგად ბავშვები იბადებიან არასრულ ოჯახებში, რისი გამოცდილებაც 1980 წლის ოლიმპიადამ მოიტანა - პლეტნიოვას თქმით, ქვეყანაში გაჩნდა მრავალი მარტოხელა დედა. „ეს ბავშვები მერე იტანჯებოდნენ და იტანჯებიან, ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროიდან მოყოლებული. კიდევ კარგია, თუ ერთი რასის არიან, და თუ სხვა რასისას - ეს საერთოდ! ჩვენ ჩვენივე შვილები უნდა გავაჩინოთ. ნაციონალისტი არა ვარ, მაგრამ მაინც“, - განაცხდა დეპუტატმა. მან რუს ქალებს მოუწოდა, სიყვარულით დაქორწინდნენ რუსეთის მოქალაქეებზე, შექმნან კარგი ოჯახი, ოცხოვრონ მეგობრულად, გააჩინონ და აღზარდონ შვილები. რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG