Accessibility links

ბრიტანელ პოლიციელს შემოწმება ჩაუტარდება, "ნოვიჩოკით" მოწამვლის ეჭვის გამო


ბრიტანეთის ქალაქ სალისბერიში ერთ-ერთი საავადმყოფო აცხადებს, რომ მას პოლიციელმა მიაკითხა და მის ჩივილებს კავშირი აქვს იმ ინციდენტთან, როცა, ბრიტანეთის ოფიციალური პირების თქმით, ორი პირი მოიწამლა იმავე ნივთიერებით, რომლითაც რამდენიმე თვის წინ მოწამლეს რუსეთის ყოფილი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. საავადმყოფოს წარმომადგენელმა 7 ივლისს განაცხადა, რომ პოლიციელი საავადმყოფოშია მოთავსებული და მას კვლევები უტარდება "ამნესბერიში მიმდინარე ინციდენტთან" დაკავშირებით. ოფიციალური პირების ცნობით, ბრიტანელი წყვილი ერთი კვირის წინ იქ მოიწამლა ნერვული გაზით, "ნოვიჩოკით". პრესმდივანი დასძენს, რომ საავადმყოფოში მყოფ ხალხს საფრთხე არ ემუქრება. სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია, მარტში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს სალისბერიში, რომელიც ათიოდე კილომეტრითაა დაშორებული ამნესბერის. ბრიტანეთი მოწამვლაში რუსეთს ადანაშაულებს, კრემლი უარყოფს ბრალდებას.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG