Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო: ალიანსის წევრობისთვის საქართველოს MAP-ი დასჭირდება


MAP-ი წარმოადგენს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის განუყოფელ ნაწილს - ასეთია ჩანაწერი ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაციისა, რომელიც 12 ივლისს, ბრიუსელში, ნატოს უმაღლესი დონის სამიტის ფარგლებში დამტკიცდა.

„ნატოს მოკავშირეებმა გაიმეორეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული თავიანთი გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და MAP-ი წარმოადგენს ამ პროცესის განუყოფელ ნაწილს. მოკავშირეები ადასტურებენ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს ისევე, როგორც ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას. ნატოს მოკავშირეები მიესალმებიან მნიშვნელოვან პროგრესს, მიღწეულს 2008 წლის შემდეგ. ალიანსთან საქართველოს ურთიერთობა მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს შესაძლო წევრობისთვის, კერძოდ, ესენია: ნატო-საქართველოს კომისია, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. მოკავშირეები აღიარებენ რეფორმირების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც უნდა გააგრძელდეს, რომელიც ეხმარება საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, წინსვლაში ნატოში გაწევრიანებისთვის მზადებისას და რომელიც აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობასა და ალიანსთან თავსებადობის შესაძლებლობებს“, - ნათქვამია დეკლარაციის ტექსტში.

მოკავშირეებისთვის ნათელია, რომ საქართველო კვლავაც ადასტურებს თავის მისწრაფებას, გაწევრიანდეს ნატოში და „ეს არის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, აღჭურვილი ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერით და ახლა უკვე განმტკიცებული ქვეყნის ახალი კონსტიტუციით.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG