Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყიბულელი მეშახტეები აქციას მართავენ


ტყიბულელი მაღაროელები შახტის დახურვას ეწინააღმდეგებიან. ისინი აქციას მართავენ მინდელის სახელობის შახტთან. „თუ ესეც დახურეს და არაფერი შემოგვთავაზეს, გაქრება ქალაქი. ამას არ დაუშვებს არცერთი მეშახტე და ტყიბულელი“ - განუცხადა ჟურნალისტებს პირველადი პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, გაგა ისაკაძემ. მეშახტეები უსაფრთხოების ზომების დაცვას მოითხოვენ. გარდა ამისა, მაღაროელები ეჭვობენ, რომ შახტის მმართველი კომპანია „საქნახშირი“ გაცდენილი დღეების ხელფასს არ აუნაზღაურებს, ამიტომ მოითხოვენ, რომ დოკუმენტურად გაფორმდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა. 16 ივლისს, მინდელის სახელობის შახტში 4 სამთო ოსტატის დაღუპვის შემდეგ, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ შახტი მუშაობას არ განაახლებს, სანამ არ დასრულდება როგორც სისხლისსამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, თუმცა, შახტში დასაქმებულები ამ პერიოდში ხელფასს მიიღებენ. გამოძიების წინასწარი ვერსიით, მინდელის სახელობის შახტში ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი მეთანის აფეთქებაა. გამოძიების დასრულებამდე ტყიბულის შახტები დაილუქა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG