Accessibility links

"კანონიერ ქურდს" ლავასოღლის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


სამართალდამცავებმა თბილისსა და აჭარის რეგიონში დააკავეს 10 პირი, რომლებსაც ბრალად ედება „ქურდული სამყაროს წევრობა“ და „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა.“ მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიების ინფორმაციით, ამ პირებს კავშირი აქვთ ამჟამად საზღვარგარეთ მცხოვრებ „კანონიერ ქურდთან“ მინდია ლავასოღლისთან. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, მოსამართლის განჩინებით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ფარული მიყურადების შედეგად, მინდია ლავასოღლის დაუსწრებლად წარედგინა ბრალი „კანონიერი ქურდობის" და "ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისთვის.“ ეს დანაშაული ითვალისწინებს 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. რაც შეეხება ათ დაკავებულს, კახაბერ საბანაძის ინფორმაციით, 7 მათგანი დაშინებით, მუქარით, იძულებით, “ქურდული გარჩევით“, დანაშაულის ჩადენის წაქეზებით და საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქტიურად მონაწილეობდა "ქურდული სამყაროს" საქმიანობაში. კიდევ სამს ბრალად ედება ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვა და ძალადობა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG