Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქნახშირი" უარყოფს, რომ მეშახტეებს მუშაობას აიძულებენ


ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის მმართველი კომპანია „საქნახშირი“ უარყოფს პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მეშახტეებს აიძულებენ სამუშაო პროცესის განახლებას. „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის, ჯამბულ ჯაყელის ინფორმაციით, შახტი დალუქულია, ხოლო რაც შეეხება თანამშრომლების გამოძახებას, საუბარია ხანძარსაწინააღმდეგო, წყლის ამოტუმბვის და სხვა ისეთი ტექნიკურ სამუშაოზე, რომელიც აუცილებელია შახტის მომავალი ფუნქციონირებისთვის და სწრაფად უნდა გაკეთებულიყო. ამასთან, ჯაყელმა „პირველ არხს“ უთხრა, რომ კომპანია მზად არის დასაქმებულებს გაცდენილი დღეებისთვის ანაზღაურება გადაუხადოს. „ვერ გეტყვით, რომ ეს გაგრძელდება უსასრულოდ, მაგრამ ერთი ან ორი თვის ხელფასს მეშახტეებს დავურიგებთ“ - განაცხადა ჯაყელმა. მას დღეს შეხვდნენ მეშახტეები, რომლებმაც მოითხოვეს წარმოების დირექტორის, შახტის დირექტორის და მთავარი ინჟინრის გათავისუფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG