Accessibility links

ბათუმში გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს ექსპერტიზის ბიუროდან გაასვენებენ


“ჩვენ მას ვუყიდით ლამაზ კაბას, ლამაზ კუბოს და ისე დავკრძალავთ” -უთხრა რადიო თავისუფლებას ბათუმში გარდაცვლილი 24 წლის ტრანსგენდერი ქალის ბებიამ. მისი თქმით, გარდაცვლილს არა სახლიდან, არამედ ექსპერტიზის ბიუროს შენობიდან 21, ან 22 ივლისს გაასვენებენ და დაკრძალავენ.

ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის ცენტრში გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალი ექსპერტიზის ბიუროში 19 ივლისს გადაასვენეს. მისმა ბებიამ ექსპერტიზის ბიუროდან გასვენების მიზეზად რადიო თავისუფლებას ის დაუსახელა, რომ შვილიშვილს მძიმე დაავადება ჰქონდა, არსებობს „გარდაცვლილისგან ბაქტერიების გავრცელების საშიშროება“ და სახლში სწორედ ამიტომ არ მიასვენებენ. ბებია ამბობს, რომ მას და ტრანსგენდერი ქალის მშობლებს არასდროს უთქვამთ უარი შვილსა და შვილიშვილზე.

„14 წლის იყო სახლიდან რომ წავიდა. თავად გადაწყვიტა ასე. მისი ავადმყოფობის შესახებ რომ შევიტყვე, პირადად წამოვიყვანე. ტყუილია ინფორმაცია, რომ მხოლოდ ბაბუა უვლიდა“ - თქვა გარდაცვლილის ბებიამ. 4 ივლისს „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა ინტერვიუ ტრანსგენდერ ქალთან, რომელიც ამბობდა, რომ მკურნალობის სრულად დაფინანსების მიუხედავად ესაჭიროებოდა სპეციალური კვება და დამატებითი მედიკამენტები, რისი შეძენის საშუალებაც არ ჰქონდა. ამავე ინტერვიუში ტრანსგენდერი ქალი ამბობდა, რომ მას ბაბუა უვლიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG