Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევროპული საქართველო“ პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს ქუთაისში წარადგენს


პოლიტიკური გაერთიანება „ ევროპული საქართველო“ დღეს ქუთაისში წარადგენს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავით გოგისვანიძემ, საღამოს 6 საათზე სპორტის სასახლეში ჩატარდება ყრილობა, რომელზეც სხვა საკითხების განხილვასთან ერთად პრეზიდენტობის კანდიდატი შეირჩევა და მისი ვინაობა საზოგადოებისთვის დღესვე გახდება ცნობილი. დავით გოგისვანიძის განცხადებით, თუ პოლიტსაბჭოს წევრები და ყრილობის დელეგატები რამდენიმე კანდიდატს დაასახელებენ, ჩატარდება პრაიმერისი ერთი კანდიდატის გამოსავლენად. პარტიის წარმომადგენლები საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ არ ლაპარაკობენ, თუმცა არ უარყოფენ, რომ ის, შესაძლოა, დავით ბაქრაძე იყოს.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. გასულ სამშაბათს 10 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში დაასახელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG