Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: გიორგი მარგველაშვილს „თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს“


კახა კალაძე
კახა კალაძე

თბილისის მერი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს ზედმეტი წარმოდგენა აქვს თავის თავზე. ასე გამოეხმაურა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად იგი შეგნებულად არ აპირებს გააჟღეროს გადაწყვეტილება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ის კითხვაზე დადებით პასუხს გასცემს, „ქართული ოცნება“ უფრო ძლიერ კანდიდატს წარადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი აღნიშნულ კითხვას უპასუხებს უარყოფითად, მაშინ ,,ქართული ოცნება" სუსტ კანდიდატს წარადგენს. “მადლობა გიორგის, რომ ზრუნავს პარტია „ქართულ ოცნებაზე“. ძალიან სასიამოვნოა ის დამოკიდებულება, რომელიც მას გააჩნია. არ ამბობს ჯერ თავის კანდიდატურას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზული კანდიდატი წარმოადგინოს. ძალიან საინტერესოა, რომ მზრუნველი პრეზიდენტი გვყავს“, - აღნიშნა კალაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG