Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში ათასობით ადამიანი გამოეთხოვა დანით მოკლულ ოლიმპიადის მედალოსან სპორტსმენს


ათასობით ადამიანი ესწრებოდა ყაზახეთის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სპორტსმენის, ოლიმპიადების ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი ფიგურული მოციგურავის დენის ტენის გამოთხოვების ცერემონიას, რომელიც 21 ივლისს ქალაქ ალმათის სპორტის სასახლეში გაიმართა. სპორტსმენი 19 ივლისს დანით მოკლა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც დენის ტენის მანქანის სარკეების მოპარვას ცდილობდა. სპორტსმენმა დამნაშავეებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც მას ფეხის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. დენის ტენი ძლიერი სისხლისღვრის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა მკვლელობას უწოდა შემზარავი ფაქტი, ხოლო დენის ტენი დაახასიათა, როგორც „განსაკუთრებული პიროვნული თვისებების მქონე, ყაზახეთის ნამდვილი პატრიოტი.“ ალმათის პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1994 წელს დაბადებული ნურალი ყაისოვი, რომელმაც აღიარა დანაშაული.

XS
SM
MD
LG